ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედში" გიგანტების გუნდს ქმნის

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საშუალო სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც დადებითი შედეგები უკვე მოიტანა.

პორტუგალიელ სპეციალისტს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჰქონდა. ეს "მანჩესტერში" მის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებსაც დაეტყო - 6 შენაძენიდან ხუთის სიმაღლე პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საშუალო სიმაღლეს აღემატება.

მოურინიომ 2016 წლის ზაფხულში ერიკ ბაილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა დაიმატა. მათგან პრემიერლიგის საშუალო სიმაღლეზე, 1.82 მეტრზე დაბალი მხოლოდ მხითარიანია. ამ ოთხეულის საშუალო სიმაღლე კი 1.88 მეტრია.

რა შედეგი მიიღო ამით "მანჩესტერმა"?
  • +23% ზუსტად მოწოდებულ კუთხურებში
  • +25% მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებში
  • +45% ზუსტ ჩაწოდებებში
  • +55% თავით მოგერიებულ ბურთებში
  • +80% თავით გატანილ გოლებში
  • +100% თავით განხორციელებულ დარტყმებში
  • +109% თავით განხორციელებულ ზუსტ დარტყმებში
ასეთი სხვაობაა "იუნაიტედის" შედეგებში 2015/16 და 2016/17 წლებს შორის. ანუ მოურინიომდე და მოურინიოს შემდეგ.

"განსაკუთრებულმა" აღებული კურსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განაგრძო. მისმა გუნდმა ვიქტორ ლინდელიოფი (1.87 მეტრი) და რომელუ ლუკაკუ (1.90 მეტრი) დაიმატა.

- "მანჩესტერმა" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი დაადასტურა

ამჟამად, "წითელი ეშმაკების" საშუალო სიმაღლე 1.84 მეტრია, რაც ამ მაჩვენებლით ლიდერების, "ვესტ ბრომვიჩისა" და "უოტფორდის" მაჩვენებელს 1 სანტიმეტრით ჩამოუვარდება. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დასრულებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს "იუნაიტედში" ივან პერისიჩისა და ნემანია მატიჩის მიწვევა სურს. მათი სიმაღლე კი 1.86 და 1.94 მეტრია. თუ ეს ტრანსფერები განხორციელდა, 2017/18 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო სიმაღლე 1.90 მეტრი იქნება.

ეჭვგარეშეა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ჟოზე მოურიოს გუნდის მე-2 სართულზე თამაშის სტატისტიკას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

იცით, პრემიერლიგაში მოთამაშე რომელი გუნდის ფეხბურთელების საშუალო სიმაღლეა ყველაზე დაბალი, 1.8 მეტრი? რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის".
მკითხველის კომენტარები / 7 /
უფ, ამათ სამტრედია ერთ ტაიმში დაუსრულებს თამაშს
0
პერისიჩი ძააან მევასება
Arsenal
17:42 13-07-2017
0

სიახლეები პოპულარული