"მანჩესტერი" და "ჩელსი" ახალ რეკორდს ამზადებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" მზად არიან, "ევერტონის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ, ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული თანხა გადაიხადონ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, "ევერტონი" 24 წლის ბელგიელში დაახლოებით 114 მილიონ ევროს ითხოვს და ამ თანხის გადახდაზე თანხმობას როგორც "მანჩესტერი", ასევე "ჩელსი" აცხადებს.

თუ ტრანსფერი შედგა, ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იქნება. ლუკაკუ პოლ პოგბას რეკორდს მოხსნის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ სეზონში, დაახლოებით 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ინგლისური პრესის ცნობით, ლუკაკუს ხელში ჩაგდების მეტი შანსი "ჩელსის" აქვს, რომელმაც ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
სწორედ ლონდონურ კლუბში ირიცხებოდა ბელგიელი 2011-14 წლებში, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ამომავალმა ვარსკვლავმა "არისტოკრატებში" ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და 15 უგოლო თამაში ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული