ბუნდესლიგა. XIV ტური: "ბაიერნი" ისევ თავის ადგილზეა! [VIDEO]

AutoSharing Option
* თომას მიულერმა ბუნდესლიგაში 999-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.
* მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო ბუნდესლიგაში.
* "ლაიპციგმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ასე რომ, დაუმარცხებელი მხოლოდ "ჰოფენჰაიმი" დარჩა.

მას მერე, რაც ბუნდესლიგა დაიწყო, მთელი საფეხბურთო გერმანია ცდილობდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, "ვის შეუძლია "ლაიპციგის" შეჩერება?" ამ კითხვას პასუხი მე-14 ტურში გაეცა: ბოლოადგილოსანს! დიახ, "ინგოლშტადტმა" სენსაცია მოახდინა და ამ ტურამდე წაუგებელი "ლაიპციგის" დამარცხება შეძლო (1:0).

ამრიგად, "საქსონიელებმა" ზედიზედ 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს და ლიდერობაც დაკარგეს, რადგან "ბაიერნმა" "ვოლფსბურგი" გაანადგურა და მართალია, იმდენივე
ქულა აქვს, რამდენიც "ლაიპციგს", მაგრამ რეკორდმაისტერს ბურთების შეფარდება აქვს უკეთესი.

თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ "ლაიპციგს" არ გაუმართლა. მაგალითად, 52-ე წუთზე "ინგოლშტადტის" კარში აუცილებლად პენალტი უნდა დანიშნულიყო, რადგან კოენმა ზაბიტცერის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. ამრიგად, თუკი წინა ტურში "ლაიპციგს" პენალტი აჩუქეს, ამჯერად პირიქით - წაართვეს. გამარჯვების გოლი კი როჟერის ანგარიშზეა, რომელმაც ლაიპციგელთა კარი მე-12 წუთზე დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ როჟერს საგოლე გადაცემა იუნგმა გაუკეთა - ფეხბურთელმა, რომელიც "ლაიპციგიდანაა" განათხოვრებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში რალფ ჰაზენჰიუტლის შეგირდები თავის თავს არ ჰგავდნენ და ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ. სხვა დროს მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებულ ლაიპციგელებს პირველ ნახევარში კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ. "ინგოლშტადტი" მუდმივად პრესინგს მიმართავდა და "ლაიპციგის" შემტევებს შანსს არ უტოვებდა.

შესაბამისად, ხშირი იყო აგრესიული ორთაბრძოლები. მეორე ტაიმში ჰაზენჰიუტლის ბიჭები უკეთ კი ათამაშდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყვეს და პირველი მარცხი იწვნიეს. აღსანიშნავია, რომ "ლაიპციგს" "ინგოლშტადტთან" ყველა (სამივე) მატჩი წაგებული აქვს. აქვე დავამატოთ, რომ ბუნდესლიგაში, 2011 წლის შემდეგ, ბოლოადგილოსანმა პირველად დაამარცხა ლიდერი (მაშინ "გლადბახმა" მოუგო "დორტმუნდს").

პირველი გოლი 999 წუთის შემდეგ
თომას მიულერი მიმდინარე სეზონში თავის პირველ გოლს დიდხანს ელოდა და მშრალი სერია მხოლოდ ახლა, "ვოლფსბურგთან" 5:0-ზე მოგებულ შეხვედრაში დაასრულა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიულერი გერმანიის ჩემპიონატში გოლს ზუსტად 999 წუთი ელოდა! გეხსომებათ, ერთი კვირის წინათ თომასი კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკრიტიკა და როგორც ჩანს, შეფის კრიტიკამ იმოქმედა.

"თამაშის წინ რუმენიგესთან სანაძლეო დავდე, ოღონდ მე ვამბობდი, "ვოლფსბურგთანაც" ვერ გავიტან-მეთქი. სანაძლეო წავაგე, მაგრამ ბედნიერი ვარ!" - თქვა მატჩის შემდეგ მიულერმა.

ამრიგად, "ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა და მიუნხენურ გრანდში ყველა დამშვიდდა. "ვოლფსბურგთან" 5:0 იმასაც ნიშნავს, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგეს ზედიზედ სამი შეხვედრა და თითქოს, ის მინი-კრიზისი არც ყოფილაო, ისევ პირველ ადგილზე არიან. "მგლების" რბევა არიენ რობენმა დაიწყო და რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლით განაგრძო. ეს იყო პოლონელის მე-12 და მე-13 გოლები "ვოლფსბურგის" კარში და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეს ლევანდოვსკის "საყვარელი გუნდია", რადგან ყველაზე მეტი ბურთი სწორედ "ვოლფსბურგის" კარში აქვს გატანილი. მერე იყო მიულერის მხსნელი გოლი, წერტილი კი ამ შეხვედრას შეცვლაზე შესულმა დუგლას კოშტამ დაუსვა.

"კარგია, რომ ლიდერობა დავიბრუნეთ, მაგრამ ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ პირველი წრის ბოლო სამი მატჩი აუცილებლად მოსაგებია, რადგან პირველი ადგილი აღარ უნდა დავთმოთ", - ეს რობენის სიტყვებია, რომელმაც ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან საუკეთესო შეფასება (1) დაიმსახურა. ცნობისათვის, 15 სეზონია (!), "ვოლფსბურგს" მიუნხენიდან ერთი ქულაც კი არ წაუღია...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდს" პრობლემა აქვს
დორტმუნდის "ბორუსია" კი, გუნდი, რომელიც "ბაიერნის" ნომერ პირველი კონკურენტი უნდა ყოფილიყო, ვერაფრით დასტაბილურდა. "აინტრახტთან" მარცხის შემდეგ "გლადბახთან" სოლიდური მოგება (4:1) თითქოს, კარგის ნიშანი იყო, მაგრამ ამ ტურში დორტმუნდელები კიოლნში წაგებას ძლივს გადაურჩნენ.

გასაგებია, რომ შუა კვირაში მადრიდის "რეალთან" დიდი ბრძოლა გადაიტანეს და არც "კიოლნია" იოლი მეტოქე, მაგრამ ზოგადად, თომას ტუხელის გუნდს ამ სეზონში სერიოზული არასტაბილურობა დასჩემდა და 15 ტურის შემდეგ "ბაიერნს" 8 ქულით ჩამორჩება.

მას მერე, რაც გერმანიაში თამაშობს (2013 წლიდან), პირველად მოხდა ისე, რომ დორტმუნდის გოლეადორმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მთელ თამაშში ერთხელაც არ დაარტყა კარში ზუსტად. ფაქტია ისიც, რომ თუკი დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობენ და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ბუნდესლიგაში პრობლემები აქვთ. სეზონში მეოთხე მარცხისგან "ბორუსია" მარკო როისმა 90-ე წუთზე გატანილი გოლით იხსნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერიოზული მოულოდნელობა იყო ბერლინის "ჰერტას" მარცხი საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" (0:1), თუმცა დედაქალაქელებმა მესამე ადგილი მაინც შეინარჩუნეს. მომდევნო ტურში კი უაღრესად საინტერესო მატჩი გველოდება: "ჰერტა" "ლაიპციგს" უნდა ესტუმროს.

XIV ტური
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 0:0
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, მასკარელი, ჰუსტი (85. მ. ჰექტორი), ოჩიპკა - ფაბიანი (92. გაჩინოვიჩი) - სეფეროვიჩი (61. რებიჩი), ა. მაიერი.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი (73. ცუბერი), პოლანსკი (84. შვეგლერი), ამირი, რუპი, ტოლიანი - ვაგნერი, კრამარიჩი (60. უთი).
გაძევება: ჩენდლერი (82. აინტრახტი)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 28-17; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15(3)-3(0); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 47 000

ბაიერნი-ვოლფსბურგი 5:0
გოლები: 1:0 რობენი (18), 2:0 ლევანდოვსკი (21), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 თ. მიულერი (76), 5:0 დუგლას კოშტა (86)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ტიაგო ალკანტარა (81. რაფინია), ვიდალი (71. ჩაბი ალონსო) - რობენი, თ. მიულერი, რიბერი (77. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი.
ვოლფსბურგი (5-3-1-1): ბენალიო - ბლაშჩიკოვსკი (83. ვიეირინია), კნოხე, ბრუმა, როდრიგესი, მ. შეფერი (22. ჰორნი) - დ. კალიჯური, გილავოგი, გერჰარდტი - მაიორალი (61. მიობიუსი) - გომესი.
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 10-2; ჯარიმა: 13-4; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19(10)-6(3); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 75 000

კიოლნი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 რუდნევსი (28), 1:1 როისი (90)
კიოლნი (4-1-2-1-2): კესლერი - ოლკოვსკი, სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი - ჰიოგერი - იოზჩანი, ი. ჰექტორი - ოსაკო - რუდნევსი (76. რაუში), მოდესტე (87. გირასი).
დორტმუნდი (3-4-3): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (27. ბარტრა), სოკრატისი (75. რამოსი), გინტერი - დურმი, ვაიგლი, კასტრო (53. როდე), შმელცერი - დემბელე, ობამეიანგი, როისი.
გაძევება: იოზჩანი (94. კიოლნი)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 1-6; ჯარიმა: 26-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7(2)-11(4); ბურთის ფლობა: 27%-73%; მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კოსტიჩი (68)
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი, ჯურუ, იუნგი, დუგლას სანტოსი - გ. საკაო, ოსტჟოლეკი - ნ. მიულერი (89. სპაჰიჩი), ჰოლტბი, კოსტიჩი (85. ეკდალი) - გრეგორიჩი (67. ვუდი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (82. კოო) - კორი, ბაიერი - შმიდი, ჰალილ ალთინთოფი (69. კაჩარი), მაქსი (69. უსამი) - ჟი.
გაძევება: ჰოლტბი (44) - კორი (66)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(5)-11(2); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 45 793

ინგოლშტადტი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 როჟერი (12)
ინგოლშტადტი (5-4-1): ჰანსენი (58. ნილანდი) - ჰადერგიონაი, მ. მატიპი, როჟერი, ტისერანდი, ა. იუნგი - ლეკიე, მორალესი, კოენი, პ. გროსი (86. ჰინტერზეერი) - ლესკანო (64. ჰარტმანი).
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი, ილსანკერი, ორბანი, ჰალსტენბერგი - კეიტა, დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი - ვერნერი (70. ზელკე), პოულსენი (55. ბურკი).
გაძევება: ლეკიე (94. ინგოლშტადტი)
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4(1)-13(3); ბურთის ფლობა: 30%-70%; მაყურებელი: 15 200

ფრაიბურგი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (86-პენ)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი (46. ჰიოფლერი), გულდე, სოიუნჩუ, გიუნტერი - შუსტერი, ფრანტცი - პ. შტენცელი, ჰაბერერი (63. პეტერსენი), გრიფო - ნიდერლეხნერი (90. ნილსენი).
დარმშტადტი (4-4-1-1): ესერი - ფედეცკი, ნიმაიერი, ზულუ, ჰოლანდი (88. შტრო-ენგელი) - სირიგუ, გონდორფი, ვრანჩიჩი, ჰელერი - როზენტალი (73. კლაინჰაისლერი) - შიპლოკი (81. ბეჟიაკი).
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(2)-16(4); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 24 000

ჰერტა-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 კრუზე (41)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი (71. შიბერი), ს. ლანგკამპი (20. შტოკერი), შტარკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი - ესვაინი (57. ვაიზერი), დარიდა, კალუ - იბიშევიჩი.
ვერდერი (4-2-3-1): დრობნი - ბაუერი, ლ სანე, მოისანდერი, გარსია (78. გებრე სელასიე) - ფრიტცი, ბარგფრედე - ბარტელსი, კრუზე (84. ველიკოვიჩი), გნარბი (88. იუნუზოვიჩი) - პისარო.
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 5-1; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11(4)-13(6); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 51 337

გლადბახი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ა. კრისტენსენი (76)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ელვედი - შტრობლი, დაჰუდი - ჰანი (46. აზარი), ვენდტი (87. ნ. შულცი) - შტინდლი, რაფაელი (91. დრმიჩი).
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი - გბამინი, ლატცა (80. დე ბლაზისი) - იოზთუნალი (87. ჰოლტმანი), მალი, ჟაირო (71. სეიდელი) - ონისივო.
გაძევება: გბამინი (90)
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9(3)-12(4); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 48 037

შალკე-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 კისლინგი (89)
შალკე (3-5-2): ფერმანი - კერერი, ნალდო, კოლაშინაცი - შიოპფი, მ. მაიერი (79. ბენტალები), გაისი (91. ავდიჯაი), გორეტცკა, ბაბა - კონოპლიანკა (87. სტამბული) - ჩუპო-მოტინგი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი (58. დრაგოვიჩი), ვენდელი - არანგისი (46. ჰავერტცი), ბაუმგარტლინგერი (46. იურჩენკო) - ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - ჩიჩარიტო, კისლინგი.
გაძევება: ნალდო (4. შალკე)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(0)-13(2); ბურთის ფლობა: 31%-69%; მაყურებელი: 60 821

ბომბარდირები:
15 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
12 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
11 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
8 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
8 ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

მომდევნო ტური
16 დეკემბერი:
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი;

17 დეკემბერი:
შალკე-ფრაიბურგი, მაინცი-ჰამბურგი, აუგსბურგი-გლადბახი, ვერდერი-კიოლნი, ლაიპციგი-ჰერტა, ვოლფსბურგი-აინტრახტი;

18 დეკემბერი:
დარმშტადტი-ბაიერნი, ლევერკუზენი-ინგოლშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული