"დორტმუნდის" ფეხბურთელებთან მედიტაციისა და აიურვედას სპეციალისტი იმუშავებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა წარმატების მიღწევის ახალ მეთოდს მიაგნო. ამის შესახებ Bild-ი წერს.

მწვრთნელის მიწვევით, გუნდის ფეხბურთელებთან კვირაში ორჯერ მედიტაციის ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ულრიხ ბაუჰოფერი იმუშავებს. ამასთან, ბაუჰოფერი არატრადიციული მედიცინის სისტემა აიურვედას (ინდური ხალხური მედიცინის სისტემა) სპეციალისტიცაა და არის ავტორი წიგნისა: "ცხოვრების ბალანსი. როგორ ვმართოთ ენერგია სტრესის პირობებში".

რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიაში" ბაუჰოფერის მისიას, სპეციალისტი მოთამაშეებს მოდუნების, დაძაბულობის მოხსნისა და შემოქმედებითი ენერგიის მოზიდვის ხელოვნებას შეასწავლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული