ხოსეპ გვარდიოლამ ოფისის კედელზე კარლო ანჩელოტის გზავნილი დაუტოვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ყოფილი თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას მიერდატოვებულ გზავნილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ანჩელოტი "ბაიერნში" მუშაობას დღეს შეუდგა.

- კარლო ანჩელოტი: "ბაიერნში" რევოლუციის მოსაწყობად არ მოვსულვარ

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ ოფისის კედელზე ანჩელოტის გზავნილი დაუტოვა.

"დიდი პატივისცემით, წარმატებები, კარლო!", - დაწერა გვარდიოლამ.

"დიახ, ეს გზავნილი გვარდიოლასგან არის, რომელმაც ახალ სეზონში წარმატებები მისურვა. ის ძალიან კეთილი იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული