კარლო ანჩელოტი: "ბაიერნში" რევოლუციის მოსაწყობად არ მოვსულვარ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ახალ კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავის სამუშაოზე, ამოცანებსა და ზოგადად, გერმანიის ჩემპიონატზე ილაპარაკა.

"მოხარული ვარ აქ ყოფნით და მსურს გამოვხატო მადლიერება "ბაიერნის" მიმართ. ჩემმა მეგობარმა გვარდიოლამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აქ დიდი სამუშაო გასწია. ბრწყინვალე გუნდი გვყავს. "ბაიერნი" - ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია მსოფლიოს დიად კლუბებში, რომელსაც ზურგს ფანტასტიკური ისტორია უმაგრებს.

კარგად ვიცი ამ კლუბის სტილი. გვსურს შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ რევოლუცია მოვაწყო. გვარდიოლამ ბრწყინვალედ იმუშავა და მინდა, თამაშის მისეული სტილი განვავითარო.

ჯოვანი
ტრაპატონის
შემდეგ მეორე იტალიელი ვარ "ბაიერნში". მინდა ჩემი კვალი დავტოვო გუნდში. რაც შეეხება ჩემს სტრატეგიას, ის ცვალებადია. შესაძლოა ვითამაშო 4-4-2 სქემით, ასევე - 4-3-3-ით.

წნეხს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამჟამად მსგავსს ნამდვილად არაფერს ვგრძნობ. გერმანიის ჩემპიონატი საინტერესო ტურნირია, მაღალი კონკურენციით. მომწონს ბუნდესლიგის სტადიონები, სადაც არაა ძალადობა", - თქვა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული