დორტმუნდის "ბორუსია": ჰენრიხ მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გუნდი დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს კარიერას ჰენრიხ მხითარიანი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინგლისურმა კლუბმა სომხეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის დეტალები შეათანახმა - მხითარიანი წელიწადში 12 მლნ ევროს მიიღებს, მისი ტრანსფერი კი 32-36 მლნ ევრო დაჯდება.

ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის "ბორუსიაში" 2013 წელს დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა. გერმნულ კლუბში მან 140 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს იცის შრომისმოყვარეობამ და პროფესიონალიზმმა!
თქვენ გგონიათ ეს ოქრიაშვილზე (კიდევ არაერთზე) ნიჭიერია? ნამდვილად არაა ასე, მარა პროფესიონალია.
საღოლ ჰენრიხ, მიყვარს ასეთი მშრომელი სპორცმენები.
--------------------------------------
100 თავით მახლა დგას მხითო
0
ნიჭიერი,შრომისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანი! წარმატებები მხითარიანს!!!
moxetiale
01:09 04-07-2016
0

სიახლეები პოპულარული