მიუნხენის "ბაიერნი" სამხედრო ტექნიკით იარაღდება, რათა სტადიონი დაიცვას

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა საშინაო არენის უსაფრთხოებისთვის არაორდინარულ ზომებს მიმართავს. გერმანიის ჩემპიონები სამხედრო ტექნიკის შეძენას აპირებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევა მოიგერიონ.

ამის შესახებ პორტალი Sport1.de იუწყება, რომლის ცნობით, საფეხბურთო კლუბი სამხედრო კონცერნ Rheinmetall-თან ელექტრომაგნიტური იარაღის შეძენაზე თათბირობს, რომლის მეშვეობით უპილოტოს მწყობრიდან გამოყვანა დისტანციურადაა შესაძლებელი.

"საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასობრივი ღონისძიებების დროს საკუთარ მოვალეობებს საკმაოდ კეთილსინდისიერად ვასრულებთ", - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.

მიუნხენში აღნიშნავენ, რომ უპილოტო აპარატების გამოყენებით ბოროტმოქმედებს ათასგვარი ქმედების განხორციელება შეუძლიათ, დაწყებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით, ტერორისტული აქტით
დამთავრებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული