"ბაიერნმა" "ბენფიკას" 18 წლის ფეხბურთელში 35 მლნ ევრო გადაიხადა

AutoSharing Option
"ბენფიკას" ნახევარმცველი რენატუ სანშეში კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

გერმანულმა კლუბმა 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

"ბაიერნი" დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა რენატუს და სასიხარულოა, რომ მისი გადაბირება მოვახერხეთ.

რენატუ სწრაფი, ტექნიკურად ძლიერი, მებრძოლი თვისებების მქონე და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდს გააძლიერებს", - განაცხადა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

"ბაიერნმა" დაადასტურა ინფორმაცია, რომ ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამავე დროს, "ბენფიკას" ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ შესაძლოა, თანხა ბონუსების ხარჯზე 45 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული