ლა ლიგა. IV ტური: "ბეტისი" "გრანადასთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის IV ტური ერთი შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც "ბეტისმა" "გრანადას" უმასპინძლა და წაგებას გადაურჩა - 2:2.

სევილიაში, სტადიონ "ბენიტო ვილიამარინზე" ჩატარებულ შეხვედრაში სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მეჰდი კარსელა-გონსალესისა (13) და ალბერტო ბუენოს (33) გოლებით მოიპოვეს. 36-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ალეკსანდერ ალეგრიამ ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმში კი დუბლიც (61) შეასრულა და "ბეტისს" ქულა გადაურჩინა.

გუნდებმა თამაში 10-10 კაცით ჩაამთავრეს. მსაჯმა სტუმრებს 54-ე წუთზე რუბენ ვეზუ გაუძევა, მასპიძლებს - დანიელ ხიმენესი, 85-ზე.

ჩატარებული ოთხი მატჩის შემდეგ "გრანადას" 2 ქულა
აქვს და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს, "ბეტისი" კი 5 ქულით მეათეზეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული