TMW: "ბარსელონა" ჩავის შემცვლელად მარკო ვერატის მოიაზრებს

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველი მარკო ვერატი "ბარსელონას" ყურადღების ქვეშ მოექცა.

TMW-ის ინფორმაციით ესპანელების სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა 22 წლის იტალიელს ჩავის შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში "ალ-სადის" ფეხბურთელი გახდება.

ვერატის მოქმედი ხელშეკრულების ვადა პსჟ-სთან 2019 წლის ზაფხულში იწურება.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიოანტში ვერატიმ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლია.
ასევე დაგაინტერესებთ