არიედო ბრაიდა, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დაინიშნება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ესპანეთში იმყოფება.

ის უკვე გაესაუბრა "ბარსელონას" წარმომადგენლებს და მათ შორის, კატალონიელთა ყოფილ თავკაც კარლოს რეკსაჩს. "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, დღეს "ბარსელონაში" ბრაიდა ოფიციალურად დაინიშნება და მას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას მიანდობენ.

ბრაიდა ანდონი სუბისარეტას პირდაპირი შემცვლელი არ იქნება.

ის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი იქნება განყოფილების, რომელიც კლუბის სპორტულ პოლიტიკას განსაზღვრავს.

სპორტულ დირექტორად კი ჟოზეპ მარია ბარტომეუ "ბარსელონას" რომელიმე ყოფილ ფეხბურთელს დანიშნავს.
.
უკვე საუბრობენ, თუ ვის დაიმატებს ბრაიდა, მაშინ, როცა "ბარსელონას" სატრანსფერო ყადაღა აეხდება - იტალიელს
თანამემამულე მარკო ვერატის კატალონიურ გრანდში წაყვანა სურს პარიზული "სენ-ჟერმენიდან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული