"ბარსელონა" ნეიმართან კონტრაქტის ვადის 2020 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმართან კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ sport.es იუწყება.

"სანტოსიდან" კატალონიურ გრანდში 22 წლის ფორვარდი გასული წლის ზაფხულში გადავიდა, მოქმედი ხელშეკრულება კი 2018 წლამდეა გათვლილი.

როგორც ირკვევა, "ბარსელონა" ნეიმარისთვის კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს. მიმდინარე სეზონში მან გუნდის მაისურით 18 შეხვედრაში ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ