რეალი-ვილიარეალი 4:2 - 6-გოლიანი თრილერი [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის "რეალმა" შინ 4:2 მოუგო "ვილიარეალს". "სამეფო კლუბს" 57 ქულა დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო თამაშს კრიშტიანო რონალდო ტოვებდა.

მე-7 წუთზე გარეთ ბეილი ორ მცველს შორის გაძვრა და მეკარესაც აჯობა.

25-ე წუთზე მანვე მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა და ქარიმ ბენზემას ზუსტად ჩაუწოდა.

43-ე წუთზე მარიომ შორი მანძილიდან სუპერგოლი გაიტანა "რეალის" კარში.

64-ე წუთზე ანხელ დი მარიას პასის შემდეგ ხესე როდრიგესმა შესანიშნავად, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

69-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსმა საჯარიმო დარტყმით 3:2 გახადა, თუმცა
7 წუთში ხესეს პასით ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა.

ქარიმ ბენზემამ "რეალის" მაისურით 104 გოლი გაიტანა ეს კი ბრაზილიელი რონალდოს შედეგია: "ჩემთვის დიდი პატივია, ისეთ ფეხბურთელს, რომ გავუტოლდი, როგორიც იყო რონალდო, ჩემი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქრისტინა რა შუაშია? ბრაზილიელ რონალდოზეა საუბარი
juve
21:18 09-02-2014
0
რონალდო, ჩემი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი".
----------------------------------------ერთი შენა ხარ საუკეთესო და მეორე ქრისტინა....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული