ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი და მისი შვილი, კორუფციის ბრალდებით, დღეს დილით დააპატიმრეს.

ვილიარის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდია ფეხბურთის ფედერაციას დღეს დილით ეწვია და ამ სტუმრობას პრეზიდენტისა და მისი შვილის დაპატიმრება მოჰყვა.

ვილიარის დაპატიმრება იმ გამოძიების შედეგია, რომელიც წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკრეტული ბრალდებების შესახებ, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წაუყენეს, ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.