ლა ლიგა. XXXVII ტური: ყველა პასუხი, მთავარი კითხვის გარდა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურმა ყველაფერი გაარკვია, გარდა იმისა, რაც ამ ტურში თავიდანვე ვიცოდით, რომ ვერ გაირკვეოდა. ჩემპიონობაზე ვლაპარაკობთ...

"ბარსელონას" და "რეალს" ისევ ერთნაირი ქულები აქვთ და "რეალს" ისევ "ჯიბეში" აქვს ზედმეტი თამაში. ზინედინ ზიდანის გუნდმა "სევილიას" უმასპინძლა და 4:1 მოუგო. კრიშტიანო რონალდომ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

პირველი გოლი, როცა პორტუგალიელმა ხამესის დარტყმულს დაამატა, სარეკორდო იყო - კრიშტიანომ გაუსწრო ბრიტანელ ჯიმი გრივზს და ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 368. გრივზმა თავისი 366 გოლიდან 357 ინგლისის ჩემპიონატში გაიტანა, 9
კი - იტალიაში. "რეალიც" რეკორდსმენია - გუნდმა ზედიზედ 62-ე მატჩში გაიტანა გოლი, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში არასოდეს არც ერთ კლუბს არ გაუკეთებია. 2013-14 წლებში "ბაიერნმა" ზედიზედ 61 მატჩში გაიტანა. აი, ეს რეკორდი დაეცა გუშინ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რეალს" არც "ბარსა" ჩამორჩა და ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა კანარის კუნძულებზე - 4:1. ნეიმარმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც ლუის სუარესის ანგარიშზეა. კასტილიელებს და კატალონიელებს 87-87 ქულა აქვთ. ჯერჯერობით, წინ "ბარსაა", მაგრამ საჩემპიონო კონტურები ოთხშაბათს უფრო გამოჩნდება, როცა "რეალი" გამოტოვებულ მატჩს ითამაშებს ვიგოს "ბალაიდოსზე". მეტოქე "სელტაა", რომელმაც გუშინ ზედიზედ მეხუთე მარცხი იგემა ლა ლიგაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკო" სევილიას ესტუმრა და "ბეტისთან" მარცხს გადაურჩა - 1:1. დიეგო სიმეონეს უმთავრესი მიზანი მიღწეულია - "ატლეტიკოს" ქულა სჭირდებოდა მესამე ადგილისთვის და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაიბევა.

ხიხონის "სპორტინგმა" სტუმრად "ეიბარი" კი დაამარცხა, მაგრამ ამ მოგებამ ასტურიელებს ვერ უშველა - რუბის გუნდი "დეპორტივოს" 3 ქულით ჩამორჩება და ურთიერთშეხვედრებში უარესი ბალანსის გამო გავარდნილია პრიმერა დივიზიონიდან. ასე რომ, "სპორტინგი" აქამდე გავარდნილ "გრანადასა" და "ოსასუნას", ქვემოთ ჯერ მხოლოდ ერთი გადმოსულის ვინაობაა ცნობილი - "ლევანტე" ისევ ელიტაში ითამაშებს.

XXXVII ტური
ესპანიოლი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 გაია (75)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - მარკ ნავარო (68. როკა), დიეგო რეიესი, დავიდ ლოპესი, მარტინი - ერნან პერესი (72. კაისედო), ვიქტორ სანჩესი, ფუეგო, ხურადო (86. მელენდო) - ჟერარდ მორენო, ლეო ბაპტიშტაო
ვალენსია (4-2-3-1): ხაუმე - მარტინ მონტოია, გარაი (46. ადერლან სანტოსი), მანგალა, გაია - პარეხო, მედრანი - როდრიგო (86. ელ ჰადადი), ორელიანა (67. სოლერი), ნანი - ძაძა
მაყურებელი: 20 111

ოსასუნა-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 მონდრაგონი (24), 1:1 ადრიან რამოსი (41), 2:1 კოდრო (75)
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ბუნუელი (68. ოლავიდე), ოიერი, ვუიადინოვიჩი, მონდრაგონი (78. უნაი გარსია), ბერენგერი - ჩაუშიჩი (68. კლერკი), ლოე, რობერტო ტორესი - კოდრო, სერხი ლეონი
გრანადა (4-3-3): ოჩოა - ვეზუ, ლომბანი, ინგასონი, ფულკიე - ანგბანი, ჰონგლა (84. უჩე აგბო), კრჰინი - ბოგა (64. მალე), ადრიან რამოსი, ანდრეას პერეირა (81. ენტრენა)
მაყურებელი: 13 301

ალავესი-სელტა 3:1
გოლები: 1:0 მანუ გარსია (5), 2:0 ფედალი (18), 3:0 დეივერსონი (37), 3:1 ასპასი (78-პენ)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ალექსისი, ფედალი, ტეო ერნანდესი - დანიელ ტორესი, მანუ გარსია (75. მარკოს ლორენტე) - ტოკერო (66. ედგარ მენდესი), სობრინო, კატაი (71. რომერო) - დეივერსონი
სელტა (4-2-3-1): ვილიარი - რონკალია (60. ხონი), სერხი გომესი, ფონტასი, პლანასი - ვასი, მარსელო დიასი (45. პაბლო ერნანდესი) - ბონგონდა (46. ასპასი), ხოსაბედი, სისტო - ბოვიუ
მაყურებელი: 17 624

ბილბაო-ლეგანესი 1:1
გოლები: 1:0 ადურისი (14), 1:1 შიმანოვსკი (61)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, იერაი ალვარესი, ეჩეიტა, ბალენზიაგა (87. ლეკუე) - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (66. სუსაეტა), რაულ გარსია (79. მერინო), მუნიაინი - ადურისი
ლეგანესი (4-2-3-1): შამპანი - ბუსტინცა, მანტოვანი, სიოვასი (46. ინსუა), დიეგო რიკო - რუბენ პერესი, ტიმორი - ელ ჟარი, გაბრიელი (71. მორანი), შიმანოვსკი - ლუსიანო (90. გერერო)
მაყურებელი: 42 049

ბეტისი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 სებალიოსი (57), 1:1 სავიჩი (66)
ბეტისი (4-3-3): ადანი - რაფა ნავარო, პეცელა, ბრუნო გონსალესი, დურმისი (87. ალექს მარტინესი) - ბრაშანაცი, პეტროში, ხონას მარტინი (68. სეხუდო) - ხოაკინი (90. ლეივა), რუბენ კასტრო, სებალიოსი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხოსე ხიმენესი, სავიჩი, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუიში (64. ფერნანდო ტორესი) - კოკე, საულ ნიგესი, გაბი, ფერეირა-კარასკო - გამეირო (64. გაიტანი), გრიზმანი (75. თომასი)
მაყურებელი: 27 159

ეიბარი-სპორტინგი 0:1
გოლი: 0:1 ბურგუი (32)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, გალვესი, ლეჟონი, ჟუნკა - ესკალანტე (70. რივერა), დანი გარსია - პედრო ლეონი, ადრიან გონსალესი (58. კიკე), ინუი (77. ბებე) - ენრიჩი
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - დუგლასი, ბაბენი, მერე, კანელია - სერხიო ალვარესი, ვესგა - კარმონა (88. ისმა ლოპესი), მოი გომესი (74. ხავიერ ტორესი), ბურგუი (83. ამორებიეტა) - ჩოპი
მაყურებელი: 5 000

ლას პალმასი-ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ნეიმარი (25), 0:2 ლუის სუარესი (27), 1:2 ბიგასი (63), 1:3 ნეიმარი (67), 1:4 ნეიმარი (71)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - მიჩელი, მაურისიო ლემოსი, ბიგასი, ლოპეში - მონტორო (78. სანტანა) - მომო (72. ჰალილოვიჩი), მესა, ვიერა (85. ხავი კასტელიანო), ხესე როდრიგესი - კ. ბოატენგი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დინი (58. ანდრე გომეში), მარლონი, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (79. დენის სუარესი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი (79. პაკო ალკასერი), ნეიმარი
მაყურებელი: 22 268

ვილიარეალი-დეპორტივო 0:0
ვილიარეალი (4-4-2): ადნრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, ბონერა, ალვარო გონსალესი, ხაუმე კოსტა - ჯონ. დოს სანტოსი (90. როდრიგო ერნანდესი), ტრიგეროსი (71. სანსონე), ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - სოლდადო (75. ადრიან ლოპესი), ბაკამბუ
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, ალბენტოსა, ფერნანდო ნავარო - გილერმე, ბორხესი - ხილი (83. გამა), ჩოლაქი (90. მოსკერა), ოლა ჯონი (63. ფახრი) - ანდონე
მაყურებელი: 16 437

რეალი-სევილია 4:1
გოლები: 1:0 ნაჩო (10), 2:0 რონალდო (23), 2:1 იოვეტიჩი (49), 3:1 რონალდო (78), 4:1 კროოსი (84)
რეალი (4-4-2): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - ხამეს როდრიგესი (61. კაზემირო), კროოსი, კოვაჩიჩი (72. მოდრიჩი), ასენსიო - მორატა (61. ლუკას ვასკესი), რონალდო
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მერკადო, პარეხა (46. ვალტერ მონტოია), კარისო, ლონგლე - ნ'ზონზი, კრანევიტერი - ხოაკინ კორეა (89. ბენ იედერი), კრონ-დელი (89. დიეგო გონსალესი), ვიტოლო - იოვეტიჩი
მაყურებელი: 79 356

სოსიედადი-მალაგა 2:2
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (31), 1:1 ლუის ერნანდესი (45), 1:2 რესიო (75), 2:2 იონ ბაუტისტა (85)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რაულ ნავასი (76. იონ ბაუტისტა), ინიგო მარტინესი, ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზუბელდია - ველა (64. კანალესი), ვილიან ჟოზე, ხუანმი (58. ოიარზაბალი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მიგელ ტორესი, დიეგო ლორენტე, ლუის ერნანდესი, რიკა - ფორნალსი, რესიო - კეკო (78.დემიკელის), ხონი (71. გონსალო კასტრო), ხუან კარლოსი (86. მაიკლ სანტოსი) - სანდრო რამირესი
მაყურებელი: 21 000

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

გამოტოვებული მატჩი
17 მაისი:
სელტა-რეალი.

ბოლო ტური
19 მაისი:
გრანადა-ესპანიოლი;

20 მაისი:
ლეგანესი-ალავესი, სპორტინგი ხ-ბეტისი, დეპორტივო-ლას პალმასი;

21 მაისი:
ატლეტიკო-ბილბაო, ვალენსია-ვილიარეალი, სევილია-ოსასუნა, სელტა-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ეიბარი, მალაგა-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული