რობერტო მანჩინი: ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელი შემადგენლობაში მუდმივად უნდა დააყენოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო 2012-ზე თავისი შეგირდის, მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან მატჩში ფორვარდი მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა, ხოლო როდესაც გოლი გაიტანა, იტალიელთა სამწვრთნელო შტაბისთვის რაღაც ჟესტის ჩვენებას აპირებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა შეაჩერეს.

"მარიო მუდმივად უნდა თამაშობდეს. როდესაც ის მოედანზეა, გუნდი ბევრად ძლიერია. მან ეს ირლანდიელებთან ბოლო დაპირისპირებაშიც დაამტკიცა. ჩეზარე პრანდელისთვის რჩევების მიცემა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩემი აზრით, ბალოტელი დღესდღეობით საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელია. ის დაბადებით ჩემპიონია, კასანო და დი ნატალე კი, ობიექტურად რომ
ვთქვათ, მას ჩამოუვარდებიან", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული