საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები: "ვიტ ჯორჯიამ" "საბურთალოს" მოუგო

AutoSharing Option
17 აგვისტოს საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის პირველი სამი მატჩი გაიმართა.

საშინაო შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგეს საჩხერის "ჩიხურამ" და ცხინვალის "ლიახვმა", რომლებმაც შესაბამისად, ოზურგეთის "მერცხალსა" და თბილისის "ლოკომოტივს" სძლიეს.

საკუთარ მოედანზე დამარცხდა "საბურთალო", რომელსაც "ვიტ ჯორჯიამ" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

დღეს, 18 აგვისტოს, 1/16-ფინალის 9 შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები
17 აგვისტო
საბურთალო-ვიტ ჯორჯია 0:2
ჩიხურა-მერცხალი 1:0
ლიახვი (ცხ)-ლოკომოტივი 1:0

18 აგვისტო
ფოთი. "ფაზისი". 17:00
კოლხეთი (ფ)-მეშახტე

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 17:00
მერანი-ჭიათურა

ხარაგაული. "სოსო აბაშიძე".
17:00
ჩხერიმელა-ტორპედო

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:00
სამტრედია-მაჭახელა

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 17:00
სიონი-რუსთავი

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
გურია-სამეგრელო

ქედა. ცენტრალური. 17:00
ბეთლემი-შუქურა

ხობი. ცენტრალური. 17:00
კოლხეთი (ხ)-საპოვნელა

ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 17:00
ზუგდიდი-იმერეთი

საპასუხო მატჩები გაიმართება 25-26 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბურთალომ იმედი გამიცრუამე მგონი საპრიზო ადგილისთვის ვერ იბძოლებს
Unknown
14:01 18-08-2015
0

სიახლეები პოპულარული