საქართველოს თასის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
28 აპრილს საქართველოს თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

"ცხინვალმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა თბილისის "დინამო", თუმცა ფინალში მაინც "დინამო" გავიდა, რადგან პირველი მატჩი დინამოელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩი ასევე "სამტრედიის" (1:0) გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა 26 მაისს ჩატარდება.

28.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად). 16:00
ცხინვალი-დინამო (თბ) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გიორგი ივანიშვილი (38)
დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო თბ)

28.04. სამტრედია. "ეროსი
მანჯგალაძე". 16:00
სამტრედია-ჩიხურა 3:0 (1:0)
გოლი: 1:0 ალექსანდრე იაშვილი (28), 2:0 თორნიკე გორიაშვილი (62), 3:0 თორნიკე კაპანაძე (70)
ასევე დაგაინტერესებთ