თორნიკე ოქრიაშვილის ყველა გოლი 2016 წელს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფეხბურთის ფედერაციამ 29 დეკემბერს 2016 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელა.

- თორნიკე ოქრიაშვილი: ამ ბედნიერებას ვერ გადმოვცემ, ეს უნდა შეიგრძნო!

ოქრიაშვილი მთელი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა ეფექტური და მნიშვნელოვანი გოლების გატანით. მართალია, 2016 წელს ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე სულ 6 გოლი დაგროვდა, მაგრამ თითოეული მათგანი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

ოქრიაშვილის პირველი გოლი 2016 წელს ყაზახეთის ნაკრების კარში გავიდა. აღნიშნული შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდა და ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ამას მოჰყვა ორი გოლი "ესქიშეჰირის" მაისურით. თურქულ გუნდში ოქრიაშვილი იჯარის წესით იყო,
ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები ბელგიურ "გენკს" ეკუთვნოდა.

ივნისში კი ოქრიაშვილმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ესპანეთს გაუტანა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

შემდეგ კი ოქრიაშვილმა უკვე უელსს გაუტანა თავური დარტყმით, ბოლოს კი "ზენიტის" კარში გატანილი "მაკრატელათი" თორნიკემ მსოფლიო პრესის ყურადღება მიიქცია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თორნიკე გილოცავ ამ მნიშვნელოვან მიღწევას! ეს ერთი და სხვა მრავალი. დარწმუნებული ვარ კიდევ გაქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად მოუმატო! აბა შენ იცი როგორ გაგვახარებ ქართველ გულშემატკივრებს! ასევე გილოცავ ახალ წელს!
არჩილ ხოფერია
20:57 29-12-2016
0

სიახლეები პოპულარული