"მოყვარულთა თასი 2016"-ის გამარჯვებული სეუ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 დეკემბერს, "ბენდელას" სტადიონზე, "მოყვარულთა თასი 2016"-ის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები: "წისქვილი" და სეუ დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა თასის მფლობელის ტიტულისათვის სეუს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დამთავრდა.

გამარჯვებული გუნდი და ფინალისტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.

"ამ პროექტის მთავარი გამარჯვება არის ის, რომ მოყვარულ ფეხბურთელებს მიეცათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ ფეხბურთში. "მოყვარულთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ფეხბურთი
ძალიან უყვართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამოყვარულო ფეხბურთი წლიდან წლამდე კიდევ უფრო განვითარდეს", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატი, რომელმაც სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში აიღო, ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად ჩატარდა: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გათამაშებაში მთელი საქართველოს მასშტაბით 5500 მოყვარული ფეხბურთელი ჩაერთო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული