19 წლის ჩორიჩი: თბილისის "დინამო" სერიოზული გუნდია!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების "დინამოს" მთავარმა 19 წლის ნახევარმცველმა ანტე ჩორიჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ თბილისის "დინამოს" ორბურთიანი სხვაობით სძლია, ჩორიჩმა კი "დინამოს" მეორე გოლი გაუტანა.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"მატჩის დასაწყისში ნამდვილ "დინამოს" არ ვგავდით, სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე გამოვასწორეთ.

თბილისის "დინამო" სერიოზული და კარგად ორგანიზებული გუნდია. მათ ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა შეცდომებიც დაუშვეს, რითაც ვისარგებლეთ.

კარგი
მატჩი იყო, კარგი უპირატესობაც გვაქვს, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. თბილისში რთული მატჩი გველის", - ციტირებს ჩორიჩს dnevnik.hr.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თენგოს ვეთანხმები.ველევის გარდა ყველა გასაყრელიაა
Nukri
15:58 27-07-2016
0
მე იურაი შემეცოდა რაღაცნაირად, რო თქვა თბილისში ჯოჯოხეთს მოგიწყობენო მოწინაარმდეგის ქებადიდება კი არ დაისყო, ჰოდა მე ისედაც მივდიოდი სტადიონზე მარა მაგ სიტყვების მერე გაათმაგებული შემართებით მივდივარ ვერაა იურა მაღალი დონის მწვრთნელი მარა ყველაზე ''დუხიანი'' ტიპია გუნდში.
0

სიახლეები პოპულარული