თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.

პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 32 /
ფიფია ან თავს იტყუებს, ან ვიღაცეები ატყუებენ, ან ფეხბურთი ფეხებზე კიდია და რაღაც თავისი მიზანი აქვს. სხვა შემთხვევაში არ მესმის ასე უაზროდ ფულის გადაყრის მიზანი. კურიეს, სპიჩიჩს და სკიბეს ჩამოყვანას ერთი ყენიას, დაუშვილის ან კობახიძის დაბრუნება არ ჯობია?
andro
14:14 27-07-2016
0
Sircxvilia erti normaluri gundis gaketeba ra gaxda? Fifia gvatkuebs torem ro undodes normalur mcvrtnelsac moikvanda da am Vai legionerebis magivrad samxret amerikidan chamoikvanda sashvalo donis legionerebs... Fifia ubralod piars iketebs samcuxarot.........
Dato
12:11 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული