იურაი იარაბეკი: "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"ზაგრების "დინამომ" დღეს ბრწყინვალედ ითამაშა. მე-40 წუთამდე, სანამ გოლს გაგვიტანდნენ, ცუდად არ გამოვიყურებოდით. შეცდომების გამო 3 წუთში 2 გოლი გავუშვით და ამას სკოლის გაკვეთილად მივიღებთ, გავაანალიზებთ. სხვა მხრივ, კარგი მატჩი იყო.

დამწუხრებული საერთოდ არ ვარ. ჩვენი მიზანი აქ გოლის
გატანა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორი საკუთარ კარში მივიღეთ, იქით კიდე ვერ გავიტანეთ... თუმცა ეს ფეხბურთია და დღეს "დინამომ" კარგი თამაში აჩვენა.

ჩვენი შანსები? ალბათ, 30%. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დასრულებულია. "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი მოვა და ჯოჯოხეთს მოაწყობს. ვეცდებით, შინ პირველ 20-25 წუთში გავიტანოთ", - ციტირებს სლოვაკ სპეციალისტს germanijak.hr-ი.