გორის "დილას" გეგმები შეიცვალა - უნგრეთის მაგივრად თურქეთში

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროტურნირისა და ზოგადად, ახალი სეზონისთვის უნგრეთის ნაკრების ბაზაზე უნდა მომზადებულიყო. ამის თაობაზე "ლელოს" მკითხველს ვაცნობეთ კიდეც, თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ჩემპიონი შეკრებაზე მიდის თურქეთში და არა - უნგრეთში.

საინტერესოა, რატომ შეიცვალა მარშრუტი? მიზეზი "დილას" მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განგვიმარტა:

"ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. საქმე ეხება ვიზებს.

კიდევ კარგი, უმოკლეს ვადაში გადაიჭრა პრობლემა და თურქეთში მივდივართ შეკრებაზე, სადაც ასევე კარგი პირობებია.

რაც შეეხება ალეკო ამისულაშვილს, გიორგი ნავალოვსკისა და ნუკრი რევიშვილს, ისინი ხვალ შემოგვიერთდებიან",
- გვითხრა სოსიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეთქი კენჭისყრის მერე მოგიჩირათ და ლამის გავგიჟდი, პარტიზანს არ გავარტყი არაფერია დავაი უნდა გამოვთიშოთ
Goreli
17:50 22-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული