რუსთავის "მეტალურგმა" შეკრება დაასრულა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "მეტალურგი" ახალი სეზონისთვის მზადებას ჯერ რუსთავში გადიოდა, ხოლო შემდეგ 12-დღიან შეკრებაზე გაემგზავრა თურქეთში.

თურქეთში ჩასულ "მეტალურგს" სასიამოვნო სიურპრიზი დახვდა - გუნდი იქაური ფეხბურთის გრანდის, "ფენერბაჰჩეს" ბაზაზე დააბინავეს და, ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა პირობებში მოუწევდათ ახალი მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას შეგირდებს შეკრების გავლა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ თურქეთში ყოფნის პერიოდში "მეტალურგმა" ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ოთხივეჯერ თურქეთის რანგით მეორე ლიგის გუნდებს ეპაექრა - "თავშანლის" 1:0 მოუგო, "დენიზლისფორსა" და "ისთანბულთან" ერთნაირი ანგარიშით (0:1) წააგო, "სამსუნსფორთან" კი 0:2 დამარცხდა.

თუმცა
ცხადია, საკონტროლო მატჩების მთავარი დანიშნულება ფეხბურთელების ერთმანეთთან უკეთ შეთამაშება უფრო იყო, ვიდრე თამაშის შედეგი.

მით უფრო, რომ სანაიას განკარგულებაში რამდენიმე ახალწვეულია - სერგი ორბელაძე, გიორგი ბერიაშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე, დავით მაისაშვილი და ლევან კაკუბავა.

"მეტალურგი" სამშობლოში 1 აგვისტოს დაბრუნდა, უახლოეს დღეებში კი რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე კლუბის ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ, რომელზეც თურქული შეკრება შეფასდება და ახალწვეულებსაც ოფიციალურად წარადგენენ.

ფოტო: fcm.ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხტფუი
risi imedi gaqvT?
19:58 02-08-2013
0

სიახლეები პოპულარული