"ყარაბაღის" თავკაცი: წილისყრამ ყველაზე რთული მეტოქე - "სამტრედია" გვარგუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა წილისყრა შეაფასა.

დღეს, 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.

- გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!

"ხუთი პოტენციური მეტოქიდან წილისყრამ ყველაზე რთული გვარგუნა. "სამტრედია" ჩვენ სხვებზე უკეთესად გვიცნობს.

გასულ სეზონში ვნახეთ, ამ გუნდმა "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრაში როგორ ითამაშა (2:1, პირველი მატჩი ბაქოში - 1:5).
საკმაოდ მებრძოლი გუნდია. ახლა მათი ჩემპიონატი გახურებულია და ეს მეტოქეს უპირატესობას აძლევს.

ჩვენ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ გუნდებში იყვნენ გამოძახებულნი, 20 ივნისის შემდეგ შემოგვიერთდებიან. შევეცდებით, მოკლე ვადაში შევძლოთ პირველი მატჩისთვის მომზადება", - უთხრა გურბანოვმა azerisport.com-ს.