სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!
AutoSharing Option
15:19 19-06-2017
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო I და II ეტაპების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულ "სამტრედიას" მეტოქედ აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" ერგო.

- "სამტრედიის" პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა.

"ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქეებში "ყარაბაღზე" ბევრად ძლიერი კლუბებიც იყვნენ და შესაძლებელი იყო, თამაში მათთან გვქონოდა.

ტრანსფერებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე", - გვითხრა ცეცაძემ.

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად ჩაატარებენ.
gizog
09:55 20-06-2017
გია ბატონო გეთანხმები, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და ვიფიქროთ მოგებებზე, თუ წაგებებზე ვიქნებით შეგუებულები და წინასწარ დავყრით ფარ-ხმალს ასე წინ ვერ წავალთ. ვისაც არ სჯერა, ქართული ფეხბურთის ნუ შემოდიხართ და ნუ აფრქვევთ თქვენს "სიბრძნე"-ს. აცალეთ ბიჭებს თამაში, მათ მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება, ხომ გქონდა შემთხვევა გორის "დილა"-მ ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშევი ქეცბაიას კვიპროსული გუნდი რომ გამოაგდო. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე უნდა ვიფიქროთ და ვწეროთ და ბიჭებიც ასე უნდა განვაწყოთ გამარჯვებებისთვის. გთხოვთ ბატონებო თამაშების წინ თავი შევიკავოთ ნეგატიური და პესიმისტური პროგნოზებისა და კომენტარებისგან. ერთა ფეხბურთელებთან ერთად ვიბრძოლოთ ევროპაში თუნდაც ზოგიერთი, მაგრამ დიდათ სასურველი გამარჯვებისთვის
goli
07:21 20-06-2017
ragas uyurebt ra codvas mosayvani ukve mokvanili unda iyos vin gavamxneot beriahvilit unda mougot yarabags patroni arayavs mag guds an agar ainteresebt aba ese rogor heileba moyvaneben mere vigacas micurulhi da ityvian heutamahebeli iyoo kai ra