თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ვაკო გვილიას ბატე დაამარცხა

AutoSharing Option
21 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ბორისოვის ბატე-სთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლის ავტორი მე-19 წუთზე ბექა მიქელთაძე გახდა, რომელმაც პენალტი ზუსტად გამოიყენა. 81-ე წუთზე კი თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ჩემპიონის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია იცავს, რომელიც ასევე მონაწილეობდა მატჩში.

დინამოელებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყეს: ლიტოვჩენკო, გველესიანი, სალუქვაძე, თოთაძე, მიშენკო, ნინუა, ქარდავა, კიტეიშვილი, მიქელთაძე, პაპუნაშვილი, კვერნაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს "დინამოსთვის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა შეკრებაზე. მანამდე ქართულმა გუნდმა დონეცკის "ოლიმპიკი"
მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ლუცკის "ვოლინი" ანგარიშთ 4:0 გაანადგურა.

თბილისის "დინამო" თურქეთში ბოლო ტესტ-მატჩს 25 თებერვალს ტულის "არსენალთან" ჩაატარებს.

ფოტო: fcdinamo.ge
ასევე დაგაინტერესებთ