ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სპორტ-ექსპრესი": თორნიკე ოქრიაშვილით მოსკოვის "სპარტაკი" არ ინტერესდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული რუსული სპორტული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ინტერნეტში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, "კრასნოდარის" ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურს და საკითხი უკვე შეთანხმებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოცემის ცნობით, მოსკოვურ კლუბს სულ სხვა სატრანსფერო პრიორიტეტები აქვს.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა "კრასნოდარის" მაისურით მიმდინარე პრემიერლიგაში 9 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ