ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველიას აგენტი "ლოკომოტივის" თავკაცს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლასთან ახლოსაა.

კლუბები აქტიურად მართავენ კონსულტაციებს გარიგების დეტალებთან დაკავშირებით.

რუსული გამოცემის, sportfakt.ru-ს ცნობით, კვირკველიას აგენტი რევაზ ჩელებაძე პირადად შეხვდა "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს.

წყაროს ცნობით, "რუბინს" ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გაყიდვა კიევში სურდა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მეტოქეები არ გაეძლიერებინა, თუმცა უკრაინულმა კლუბებმა ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა და ფეხბურთელისთვის გადასახდელი საკმარისი ხელფასი ვერ გამოძებნეს.

უკრაინის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, კიევის "დინამო" ფეხბურთელისადმი სამი თვის ხელფასი ჯერ არ გაუცია, მაგრამ ამბობენ, რომ კლუბის
პრეზიდენტი ამ პრობლემას 20 იანვრისთვის მოაგვარებს.
ასევე დაგაინტერესებთ