ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აგენტი: საბა კვირკველია "რუბინიდან" სხვა რუსულ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია კარიერას სხვა რუსულ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ tass.ru-სთან საუბარში განაცხადა.

"საბა ნამდვილად გადავა სხვა გუნდში. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ მას ჯერ კლუბის დასახელება არ სურს. მისით ამჟამად 3-4 რუსული კლუბი ინტერესდება და ევროპაში ნამდვილად არ გაემგზავრება.

ყველაფერი შემდეგ კვირას გადაწყდება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ