ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძემ "შახტარის" დუბლებში კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
დღეს უკრაინის პრემიერლიგის დუბლების პირველობაზე დონეცკის "შახტარმა" "ოლიმპიკს" 3:0 მოუგო, ერთი გოლი კი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

დონეცკური გუნდების დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი მე-80 წუთზე დატოვა. მანამდე, 34-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ოლიმპიკის" რიგებში მე-80 წუთზე გამოჩნდა 20 წლის ლუკა ნადირაძე.

დუბლების პირველობაზევე "ჩერნომორეცმა" კიევის "დინამოს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში 65-ე წუთამდე ითამაშა გიორგი გადრანმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის მერე დაბრუნდა, მაგრამ ჯერ პირველ გუნდში ვერ ხვდება. "დინამოს" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ.
ასევე დაგაინტერესებთ