რუსეთში გიორგი ლორიას ცსკა-სთან "სეივი" გამოარჩიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კრილია სოვეტოვის" ქართველი მეკარის გიორგი ლორიას "სეივი" ცსკა-სთან მატჩში საუკეთესოთა შორის დაასახელეს.

ვებგვერდმა championat.com-მა რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარის რუსლან ნიგმატულინის ვერსიით რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის 5 საუკეთესო "სეივი" გამოაქვეყნა.

ნიგმატულინმა მეხუთე ადგილზე ლორიას "სეივი" გაიყავანა.

აი რას წერს "ლოკომოტივის", ცსკა-სა და "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ლორიაზე:

"ძალიან რთულს ამ "სეივს" ვერ დაარქმევ, მაგრამ ეფექტურობის გამო ჩემს რეიტინგში მაინც მოხვდა. მეკარეს ეპიზოდში იდეალურად არ უთამაშია, მაგრამ სწრაფად ადგა და შეცდომა გამოასწორა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სეივი და ფოლი რომ არ დაწეროთ არ შეიძლება? ტვინი წაიღეთ უკვე. კომენტატორებმა ხო საერთოდ გეგონება ამ ორი სიტყვით აიდგეს ენა.
გიგი
16:03 20-09-2016
0

სიახლეები პოპულარული