შესამჩნევი და სასარგებლო - დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც საიტმა sportarena.com-მა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას და გიორგი გადრანის გუნდი ბოლო ტურის მატჩში "კარპატის" ლვოვში უგოლოდ ეთამაშა. ახლახან საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა 23 წლის მცველმა ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა. არ უთამაშია გადრანს.

- ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის ოთხიდან ოთხი [VIDEO]

"ჩერნომორეცის" ქართველი მცველი შესამჩნევი და სასარგებლო იყო ლვოვში. მან საკუთარ საჯარიმოში ბრწყინვალედ, სულ ცოტა, სამ ეპიზოდში ითამაშა და მოწინააღმდეგის მწვავე შეტევა განმუხტა. მიაღებინა მეტოქეს ყვითელი ბარათი, შეტევაში
ერთ-ერთი ჩართვის დროს კი კინაღამ გოლიც გაიტანა.

მინუსი - ერთ ეპიზოდში მასზე რიკოშეტის შემდეგ ბურთი კარისკენ წავიდა, მაგრამ "ჩერნომორეცი" გადარჩა", - წერს sportarena.

8 ტურის შემდეგ "ჩერნომორეცი" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს "ვორსკლასთან" იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული