საბა კვირკველია: "კრასნოდარს" ჩემი ყიდვა სურს და არა იჯარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან მის "კრასნოდარში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ რუსული "იზვესტიას" ინფორმაციით, კვირკველია ზამთარში კარიერას "კრასნოდარში" გააგრძელებს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გადავიდა.

- izvestia: საბა კვირკველია ზამთარში "კრასნოდარში" გადავა

"გადაწყვეტილი ჯერ კონკრეტულად არაფერია. "კრასნოდართან" კონტაქტი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ბევრი რამ თავად "რუბინზეა" დამოკიდებული. არ ვიცი, რა თანხას მოითხოვენ ჩემ სანაცვლოდ. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ "კრასნოდარს" ჩემი ყიდვა სურს და არა იჯარა.

"რუბინში" სიტუაცია არ შეცვლილა. ნაკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ
პირველ გუნდთან ვვარჯიშობ, მთავარ მწვრთნელთან კი არ მისაუბრია", - გვითხრა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჭმა მოლოდინები ვერ გაამართა, ისევ რუსეთის ჩემპიონატში ფორთხიალობს, არადა გვპირდებოდა ნამდვილ ევროპაში ნწავალ მალეო
მამია ღურწკაია
20:03 12-09-2016
0
აუ ეს თუ კრასნოდარში წავიდა იქ ოქრიაშვილი ვაბშე დაღუპავს
zaza
17:30 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული