ევროპალიგა. პლეი ოფი. I მატჩები: შოთა არველაძემ და ნიკა კვეკვესკირმა მოიგეს

AutoSharing Option
18 აგვისტოს ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ითამაშეს ტურნირის მონაწილე ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელების გუნდებმაც.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაქაბიმ" საკუთარ მოედანზე სპლიტის "ჰაიდუკი" მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 2:1 მოუგო.

საშინაო მატჩში გამარჯვება იზეიმა ნიკა კვეკვესკირის გუნდმა "გაბალამაც", რომელმაც სლოვენიურ "მარიბორს" სძლია - 3:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

სტუმრად ყაზახეთში "ასტანასთან" 0:2 დამარცხდა ვაკო გვილიას ბორისოვის ბატე. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ბელორუსის გუნდის შემადგენლობაში პირველი ტაიმი ჩაატარა.

საკუთარ მოედანზე შერცხვა ლევან ყენიას გუნდი, პრაღის "სლავია", რომელმაც ბელგიურ "ანდერლეხტთან" 0:3 წააგო.
ყენიამ 78-ე წუთამდე ითამაშა.

ევროპის ლიგაში თამაში, პრაქტიკულად, გაინაღდა გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა". ვენის გუნდმა სტუმრად სლოვაკეთში "ტრენჩინს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. "რაპიდის" განაცხადში არ ყოფილა ქართველი ფორვარდი, რომელიც ტრავმას იშუშებს.

ევროპალიგა. პლეი ოფი. I მატჩები
დინამო (საქართველო)-პაოკ-ი (საბერძნეთი) 0:3
ასტანა (ყაზახეთი)-ბატე (ბელორუსი) 2:0
გაბალა (აზერბაიჯანი)-მარიბორი (სლოვენია) 3:1
სლავია (ჩეხეთი)-ანდერლეხტი (ბელგია) 0:3
ტრენჩინი (სლოვაკეთი)-რაპიდი (ავსტრია) 0:4
სონდერიისკე (დანია)-სპარტა (ჩეხეთი) 0:0
კრასნოდარი (რუსეთი)-პარტიზანი (ალბანეთი) 4:0
მიდტიულანდი (დანია)-ოსმანლისფორი (თურქეთი) 0:1
ლარნაკა (კვიპროსი)-ლიბერეცი (ჩეხეთი) 0:1
აუსტრია (ავსტრია)-რუსენბორგი (ნორვეგია) 2:1
გიოტებორგი (შვედეთი)-ყარაბაღი (აზერბაიჯანი) 1:0
მაკაბი (თ-ა, ისრაელი)-ჰაიდუკი (ხორვატია) 2:1
ბაშაქშეჰირი (თურქეთი)-შახტარი (უკრაინა) 1:2
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-გრასჰოპერსი (შვეიცარია) 3:0
ლოკომოტივა (ხორვატია)-გენკი (ბელგია) 2:2
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)-ბრონდბიუ (დანია) 3:0
ვოივიოდინა (სერბეთი)-ალკმაარი (ჰოლანდია) 0:3
ასტრა (რუმინეთი)-ვესტ ჰემი (ინგლისი) 1:1
გენტი (ბელგია)-შკენდია (მაკედონია) 2:1
სასუოლო (იტალია)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 3:0
აროუკა (პორტუგალია)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 0:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული