თემურ ქეცბაია: საპასუხო თამაშში ეგრევე შეტევაში წასვლა შეცდომა იქნება

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას აეკ-ი ევროპალიგის III საკვალიფიკაციო წრეში სტუმრად 0:0 დაუზავდა ფრანგულ "სენტ ეტიენს".

თამაშის შემდეგ ქართველი სპეციალისტი, რომლის დებიუტიც შედგა ბერძნულ კლუბში მწვრთნელის რანგში, შედეგით კმაყოფილი იყო:

"ჯერ არაფერია ამ დაპირისპირებაში გადაწყვეტილი, ყველაფერი წინაა. ძალიან რთული მატჩი გველის.

დაცვაში არ გაგვჭირვებია, მაგრამ შედეგი არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. საპასუხო მატჩი ამაზე ნაკლებად დაძაბული არ იქნება.

იმედი გვაქვს, რომ ათენში სტადიონი გაივსება და ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავალთ.

შინ თუ თავიდანვე წავალთ შეტევაში, შეცდომა იქნება. ასეთი თამაშით "სენტ ეტიენთან" ფონს ვერ გახვალ. ჩვენ
ჩვენს შანსებს უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ქეცბაიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული