ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Life.ru ჯანო ანანიძეზე: სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"?

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა Life.ru-მ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, სადაც მოსკოვის "სპარტაკი" სტუმრად აეკ-ს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, მოსკოველთა შემადგენლობაში კი ბრწყინვალე გოლით თავი ჯანო ანანიძემ გამოიჩინა.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]
- ნიკიტა სიმონიანი ჯანო ანანიძეზე: სწორედ ამას ელიან ქომაგები ქართველისგან

"სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"? აღმოჩნდა, რომ თურმე ჯანო მეტოქეს თავის ფინტებს უმალავდა.

36-ე წუთზე ანანიძე მარცხენა ფლანგიდან დაიძრა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შოკში იქნებით, მაგრამ
3 მეტოქე ისე ჩამოიშორა, რომ მათთვის არ ჩაურტყამს - ისინი, უბრალოდ, ქართველს ვერ ეწეოდნენ...

ამის შემდეგ მოსკოველთა შვიდიანმა ზუსტად დაარტყა და "სპარტაკი" დააწინაურა", - წერს საიტი ჯანოზე.
ასევე დაგაინტერესებთ