ნიკიტა სიმონიანი ჯანო ანანიძეზე: სწორედ ამას ელიან ქომაგები ქართველისგან

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფორვარდმა ნიკიტა სიმონიანმა გუშინ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აეკ-თან დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჟურნალისტებთან მოსკოველთა თამაში შეაფასა.

სიმონიანს გუნდის ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ჰკითხეს, რომელმაც აეკ-ს ულამაზესი გოლი გაუტანა.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

- რას იტყვით ჯანოს გოლზე?

- ჯანოს გოლი ნამდვილი შედევრი იყო - არაფერია დასამატებელი. როგორ ბწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში, მცველები ჩამოიშორა და დაარტყა...  ეს ნამდვილი სანახაობა იყო და არა უბრალოდ გოლი! სწორედ ამას ელიან გულშემატკივრები ქართველისგან. ეტყობა, რომ
ბოლო პერიოდში ჯანომ ძალიან მოუმატა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პასი უნდა გაეკეთებინა?
- (იცინის) რადგან გოლი გაიტანა, ე.ი. ყველაფერი სწორად გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული