ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელი იყიდა - როგორც ჩანს, გიორგი "სევილიაში" მიდის!

AutoSharing Option
ტარაგონის "ხიმნასტიკმა", რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანია და ოთარ კაკაბაძე ირიცხებიან, მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ესპანური diarimes-ის ინფორმაციით, "ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელის ძებნა წინდაწინ დაიწყო და უკვე იპოვა კიდეც - კატალონიური გუნდი ქართველ ნახევარმცველს ჩილელი ხუან დელგადოთი ჩაანაცვლებს.

დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ლა ლიგის წარმომადგენელ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია და დღე-დღეზე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

ასევე იხილეთ:
- Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!