Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი ანდალუსიურ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია.

- წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

ჩვენი ინფორმაციით, კლუბები სატრანსფერო ფასზე უკვე შეთანხმდნენ და გასარკვევი ახლა ისაა, თუ რამდენად ექნება ქართველ ფეხბურთელს ეროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიაში" სათამაშო პრაქტიკა. თუ ანდალუსიური კლუბის მიერ შეთავაზებულმა პირობებმა ქართველი ფეხბურთელი და მისი აგენტი დააკმაყოფილა, "სევილია" 21 წლის აბურჯანიაში "ხიმნასტიკს" 1 700 000 ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იმ კვირაში, ოთხშაბათისთვის უნდა
გახდეს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეიმედება ამ ბიჭის
შაკო
10:45 24-07-2016
0
თუ ეს მართალია ჩემი აზრით ხელიდან გასაშვები შანსი არაა. ასეთი შანსი შესაძლოა მეორედ აღარც მიეცეს. თან სევილია ერთდროულად სამ ტურნირზე იბრძვის და წარმოუდგენელია სულ სკამზე იჯდეს თავსი შანსები მიეცემა და ჩემი აზრით გიო ისეთი ნიჭიერია წელიწადიც არ დაჭირდება ძირითადში ჩასაჯდომად. თან ესპანეთსაც ასე თუ ისე იცნობს. სულ თუ არაფერი და არენდით გაუშვებენ ეგეც კარგია უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელებს თამაშს და მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად მოაწონებს თავს სევილიას. ასე რომ წინ გიო და შენ გვერდში ვართ ყველანი. ხიმნასტიკის თამაშებს ყურება თუ მესიამოვნებოდა რას წარმოვიდგენდი კაცი მაგრამ რო გიყურებ როგორ თამაშობ მსიამოვნებს.
dadu
09:24 24-07-2016
0

სიახლეები პოპულარული