სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
საბა კვირკველია Transfermarkt-ზე დორტმუნდის "ბორუსიას" სავარაუდო ტრანსფერების სიაშია [VIDEO]
AutoSharing Option
12:30 07-01-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ვიდეო: "რუბინის" დაცვის ბურჯი საბა კვირკველია
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, კარიერა დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული სააგენტო "transfermarkt.de"-ც ავრცელებს, რომელმაც კვირკველია დორტმუნდელთა შესაძლო ტრანსფერების სიაში უკვე შეიყვანა.

რამდენიმე დღის წინ 23 წლის ქართველმა მცველმა გაზეთ "ლელოსთან" საუბარში თავად განაცხადა, რომ მისით იტალიური "ნაპოლი", ესპანური "სევილია" და "დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდებიან.

transfermarkt.de საბას ტრანსფერს 4,50 მილიონ ევროდ აფასებს, ფეხბურთელის თქმით კი, "რუბინი" მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მოითხოვს.

ასევე იხილეთ:
საბა კვირკველია: "რუბინში" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი მე მაქვს
Burton
17:24 07-01-2016
მერაბი-ს:
სისწრაფე აკლიაო საბას, საიდან მოიტანეთ? სხვა ნაკლი რომ გეთქვათ კიბატონო, მაგრამ კვირკველიას თამაშები თუ გინახავთ, სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ცენტრალური მცველის კვალობაზე და მისი სიმაღლისთვის საკმაოდ სწრაფია. ესაა მისი ერთერთი დიდი პლიუსი.
მერაბი გ.
16:54 07-01-2016
კვირკველია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილია და წარმატებას ვუსურვებ; ერთი რაც არის – მას ცოტა სისწრაფე აკლია.
რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ჩვენ ამ მხრივ დიახაც გვაქვს სატრაბახო და თავმოსაწონი: ხურცილავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ცხადაძე, კალძე...