ვაკო ყაზაიშვილი ხელდერლანდის მხარის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიური მხარის, ხელდერლანდის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან სწორედ ამ მხარის დერბიში, "ნეიმეგენის" წინააღმდეგ არნემის "ვიტესს" გაამარჯვებინა.

ამით ვაკომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლაში მესამე ადგილზე აინაცვლა 12 ქულით. აღსანიშნავია, რომ 14 ქულით მეორე ადგილზე ვაკოს თანაგუნდელი და თანამემამულე გურამ კაშიაა. "ვიტესის" კაპიტანს 14 ქულა აქვს.

პირველ ადგილზე კი "ნეიმეგენის" კრისტიან სანტოსია 20 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული