ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

championat.asia: კახა მახარაძე "ფახთაქორის" ნამდვილი ლიდერია

AutoSharing Option
ამას წინათ კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა. მან 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ლომის წილი დაიდო "ფახთაქორის" გაჩემპიონებაში.

championat.asia-მ უზბეკეთის ჩემპიონის სეზონი შეაჯამა და ერთი თავი სწორედ გუნდის ქართველ კაპიტანს მიეძღვნა.

"ლიდერი - კახა მახარაძე. ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ გუნდის კაპიტანი არ არის, ის ნამდვილი ლიდერია. მახარაძე არის მთავარი ორგანიზატორი "ფახთაქორის" შეტევების.

ფეხბურთელმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და, როცა ის მოედანზე იყო, გუნდი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა".

აღსანიშნავია, რომ "ფახთაქორის" ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს გუნდის წლის ფეხბურთელის გამოსავლენი
გამოკითხვა. 7 ნომინანტს შორის მახარაძეცაა, რომელსაც ჯერჯერობით, ხმების 10% აქვს და მესამე ადგილზეა.

კახა მახარაძე ხუთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა "ფახთაქორში" და 140 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მან ეროვნული ნაკრების თავკაცის, კახა ცხადაძის ყურადღებაც დაიმსახურა. დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი დატოვებს "ფახთაქორს" და კარიერას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელებს.