შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია. დარჩა ამის გაოფიციალურება.

"ლელომ" ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია მოიპოვა. როგორც შევიტყვეთ, მას შემდეგ, რაც სოფიაში გამართულ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა, შოთა საქართველოში არ დაბრუნებულა. ის ამჟამად უზბეკეთშია და ადგილზე ეცნობა სიტუაციას და თავის ახალ გუნდს...

ამ დროისთვის, უზბეკეთის ჩემპიონატში "ფახთაქორის" მდგომარეობა მთლად სახარბიელო ვერ არის - 21 ქულით მეხუთე ადგილზეა. უზბეკური ფეხბურთის გრანდი, რომელიც მიზნად მუდამ ჩემპიონობას ისახავს, 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ლოკომოტივს" (ტაშკენტის ამ გუნდში ნახევარმცველი კახა მახა
რაძე
თამაშობს)...

რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას მოვლენათა ასეთი განვითარება არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. გუნდს ამჟამად ადგილობრივი სპეციალისტი იასურ აბდურაიმოვი ავარჯიშებს. სწორედ მას ჩაანაცვლებს შოთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

როდის გაოფიციალურდება ეს საკითხი? ჩვენი ინფორმაციით, ეს მომავალი კვირის დასაწყისში უნდა მოხდეს, თუმცა, შესაძლოა, მანამდეც.

აშკარაა, რომ "ფახთაქორს" შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება. ვნახოთ, საჭიროდ ჩათვლის თუ არა ტყუპისცალი გუნდში ქართველი ფეხბურთელების მიწვევას. შოთას სურდა, უზბეკურ გრანდში ეხილა თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი და ეს თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა "ლელოსთან" ინტერვიუში, მაგრამ ეს ტრანსფერი ვეღარ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პაპუნაშვილმა ესპანური "სარაგოსას" წინადადება მიიღო და 5 ივლისიდან ამ კლუბის განკარგულებაში იქნება.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შოთამ "ფახთაქორის" ხელმძღვანელობისაგან შემადგენლობის გაძლიერების გარანტია მიიღო, რადგან იმ კადრებით, რომელიც ამჟამად ჰყავს, სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული