"რეიმსის" პრეზიდენტმა ჯაბა კანკავას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 1-ის კლუბ "რეიმსის" პრეზიდენტმა ჟან-პიერ კეიომ დაადასტურა, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ჯაბა კანკავას ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და საქართველოს ნაკრების კაპიტანი სულ მალე შეუერთდება საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონთა რიგებს.

"დნიპროს" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას კარგა ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით და ისე ჩანდა, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდებოდა, თუმცა, როდესაც უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ტრანსფერს "მწვანე შუქი" აუნთო, მოულოდნელად მხარეები პროცესის ფინიშთან აღმოვჩნდით.

პრინციპში, კლუბები 1,1 მლნ ევროზე შევთანხმდებით", - უთხრა კეიომ ფრანგულ პრესას.

ჯაბა კანკავას ანგარიშზე "დნიპროს" შემადგენლობაში ჩატარებული 91 მატჩი და
4 გოლია. უკრაინაში მას "კრივბასსა" და "არსენალშიც" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული