თემურ ქეცბაია: "ანორთოსისში" არ ვბრუნდები

AutoSharing Option
21 მაისს კვიპროსულ და ბერძნულ მედიაში გავრცელდა ხმა, რომლის თანახმადაც, თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისში" ბრუნდება მთავარ მწვრთნელად.

ქეცბაია 2009 წელს დაშორდა "ანორთოსისს" და მას მერე კლუბმა 12 მწვრთნელი გამოიცვალა. მედიის თქმით, ქეცბაიას "ნიუკასლში" დანიშვნის შანსიც აქვს, თუმცა ისე უყვარს კვიპროსული კლუბი, რომ შეიძლება უკან დაბრუნდეს.

kerkida.net-ის კორესპონდენტი თავად ქართველ სპეციალისტს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ისტორია უარყო:

"კლუბის ხელმძღვანელობისგან შემოთავაზება მართლაც მივიღე, რომელიც "ანორთოსისის" ფუტსალის გუნდის ღონისძიებას ეხებოდა მხოლოდ და ეს ამბავი არასწორად გავრცელდა მედიაში", - განუცხადა საიტს ქეცბაიამ, რომელიც კუნძულიდან უცხოეთში
აპირებს წასვლას, სავარაუდოდ, თავის მომავალ სამსახურთან დაკავშირებულ საქმეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული