წლეულს ძირითად გუნდში ქართველს არ ათამაშებდნენ და მხოლოდ ბოლო ტურში (20 მარტს) შემოუშვეს შეცვლაზე "ესბიერგთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში.
ახლა სანაკრებო პაუზაა და ლადომ პრაქტიკის მიღების მიზნით, კვლავ ითამაშა "ოდენსეს" სარეზერვო გუნდში, დუბლების ლიგაში.
"ოდენსე" "ზელანდთან" 3:4 კი დამარცხდა, მაგრამ ჩვენებურმა დუბლით გამოიჩინა თავი. 50-ე წუთზე მან 0:3-ზე გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ "ოდენსემ" კიდევ გაუშვა გოლი და წააგო.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა დუბლებში წინა ტურშიც გამოიჩინა თავი გოლით.