ვესლი სონკი: თორნიკე ოქრიაშვილი არ არის გუნდური ფეხბურთელი

AutoSharing Option
ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი "ვესტერლოსთან" მატჩში

თორნიკე ოქრიაშვილის თამაში "გენკის" გულშემატკივრებს კი მოსწონთ და ის ხშირად ხდება ბელგიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც, მაგრამ ასევე ხშირად სპეციალისტთა კრიტიკასაც იმსახურებს.

სატელევიზიო შოუ Extra Time-ში ოქრიაშვილი ბელგიის ნაკრების და "გენკის" ყოფილმა ვარსკვლავმა ვესლი სონკმა გააკრიტიკა, რომელიც ახლა ექსპერტად მუშაობს.

36 წლის სონკმა კარიერა შარშან დაასრულა. ის, ალბათ, უფრო "აიაქსში" და "გლადბახში" თამაშით გემახსოვრებათ.

სონკმა ქართველ შემტევზე თქვა:

"მწვრთნელმა ბოლო დროს ის სკამზე დასვა და კარგიც ქნა. ოქრიაშვილი არ არის გუნდური ფეხბურთელი. ოქრი კარგია, სანამ საჯარიმოს მიუახლოვდება, მერე კი
კარგავს რეალობის შეგრძნებას".
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარენ ინტრიგან!...არ აყვეთ ამ პროვოკატორს!...ოქრი მიაწე!:)))
murtalo
14:30 18-02-2015
0
ოქრი კრიტიკოსებს უსმინე. გაიზრდები.
hook
13:59 18-02-2015
0

სიახლეები პოპულარული